საახალწლო სურვილები სრულდება


   ჩვენს სკოლაში 2016 წლის 24 დეკემბერს ჩატარდა ზეიმი სახელწოდებით   ,,საახალწლო სურვილები სრულდება" ზეიმში მონაწილეობას ღებულობდა I ბ კლასის მოსწავლეები.
   პედაგოგმა ( ირინა ფუტკარაძე) მოსწავლეებთან ერთად გაალამაზა კლასი სხვადასხვა დეკორაციებით  და შექმნა საახალწლო განწყობა, ასევე დაამზადა მოსაწვევები პედაგოგებისა და მშობლებისთვის.
   საახალწლო ზეიმში მონაწილეებს ჰქონდათ სხვადასხვა როლი: ფიფქია სდა შვიდი ჯუჯა, ოთხი ფიფქი, სამი პეპელა, ჩრდილოეთიდან ჩამოსული ბავშვები, კუნძულზე მცხოვრები პატარები და ა. შ.
   ბავშვებმა შეასრულებ სიმღერები ფიფქებზე, პეპლებსა და ახალ წელზე, ასევე შეასრულეს ცეკვა, მოსწავლეებმა წაიკითხეს წერილები საახალწლო სურვილებზე, რომელიც რებუსების გამოყენებით დაწერეს, ხოლო ღონისძიების ბოლოს თოვლის  ბაბუმ აუსრულა მათ სურვილები და დაურიგა ზღაპრის წიგნები, ტკბილეული.
   ზეიმი  ,, საახალწლო სურვილები სრულდება" სახალისო გარემოსი ჩატარდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც პედაგოგები, ასევე მშობლები და დირექცია.